2016 წლის ბრენდად „ელიტ ელექტრონიქსი“ და „Money Movers“-ი აღიარეს. ახალი ამბების სააგენტო GHN-ის ორგანიზებით, წლის ადამიანებისა და კომპანიების - „ოქროს პერგამენტის" დაჯილდოებაზე ნომინაციაში წლის ბრენდი გამარჯვებული ორი კომიანია „ელიტ ელექტრონიქსი“ და „Money Movers“-ი გახდა.
"ელიტ ელექტრონიქსი" 20 წელია რაც მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და როგორც გაყიდვების, ასევე პროდუქციის მრავალფეროვნების მიხედვით ტექნიკის ბაზრის უპირობო ლიდერია. მისი მიზანია მიაწოდოს თანამედროვე და ხარისხიანი პროდუქცია მომხმარებლებს, ასევე შეუქმნას მათ მაქსიმალურად კომფორტული გარემო ტექნიკის შესაძენად, გაუწიოს მაღალკვალიფიციური კონსულტაცია და ბაზარზე მუდამ ინოვაციური პროექტებით წარსდგეს. მიუხედავად დიდი გამოწვევებისა, „ელიტ ელექტრონიქსმა“ ამ წლების მანძილზე საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია. „ელიტ ელექტრონიქსი“ საქართველოში პირველი ტექნიკის მულტი ბრენდული მაღაზიათა ქსელია. აღსანიშნავია, რომ დღეს კომპანიის ქსელში 50-ზე მეტი მსოფლიოში წამყვანი ბრენდის 1000-ზე მეტი სხვადასხვა დასახელების უმაღლესი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკაა წარმოდგენილი. „ელიტ ელექტრონიქსი“ საქართველოს ტექნიკის ბაზარზე ყველაზე დიდი სავაჭრო ქსელითაა წარმოდგენილი. საუკეთესო ტექნიკა, ფართო და მუდმივად განახლებადი ასორტიმენტი, საგარანტიო და გაყიდვის შემდგომი საუკეთესო მომსახურება, შეძენილი ნივთის ადგილზე მიტანა/მონტაჟის მომსახურების მაღალი დონე - ყოველივე ეს განაპირობებს „ელიტ ელექტრონიქსის“ დღევანდელ სახელსა და ადგილს საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე.
კომპანია „Money Movers“-ი 2009 წელს დაარსდა და გახდა ერთ-ერთი პირველი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელიც ახორციელებს ისეთ საქმიანობებს, როგორიცაა: ინტერნეტკომერცია, ინტერნეტმარკეტინგი, საშუამავლო საქმიანობა ინტერნეტკომერციაში, საგადახდო მომსახურება და ა.შ.
კომპანია წარმოადგენს საგადახდო მომსახურების პროვაიდერს და ახორციელებს სხვადასხვა ინოვატორულ პროექტს ელექტრონულ კომერციაში.
2013 წლის 14 იანვარს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომპანია „Money Movers“-ი დაარეგისტრირა, როგორც საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, რის შემდეგაც მას საშუალება მიეცა გამოუშვას ელექტრონული ფული და განახორციელოს ელექტრონულ ფულსა და ელექტრონულ გადახდებთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი ოპერაცია.
კომპანია „Money Movers“-ი ეროვნულ ბანკში (ფინანსური მონიტორინგის სამსახურში) ასევე რეგისტრირებულია, როგორც ფულადი გზავნილების განმახორციელებელი კომპანია.
აღსანიშნავია, რომ 2016 წელს „ოქროს პერგამენტის“ ფარგლებში ჯილდო 11 ნომინაციაში გაიცა.
გამარჯვებულები საქართველოს მასშტაბით ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე გამოვლინდნენ. სულ საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 2157 რესპონდენტი.
2016 წლის „ოქროს პერგამენტის" ლაურეატები დასახელდნენ შემდეგ ნომინაციებში: წლის პოლიტიკოსი, უფლებადამცველი, ბიზნესმენი, ქველმოქმედი, ჟურნალისტი, სპორტული მენეჯერი, წლის პროექტი, კომპანია, ბრენდი, წლის ტელეპროექტი და „ოქროს პერგამენტის" საპატიო ლაურეატი.
2016 წლის ადამიანებისა და კომპანიების - "ოქროს პერგამენტის" ლაურეატობის კანდიდატების სარეიტინგო შერჩევაში მონაწილეობა 100-მა ექსპერტ-სპეციალისტმა მიიღო. სარეიტინგო შერჩევის საფუძველზე შედგა ნომინატების სია და გამოკითხვის ანკეტა.
ღონისძიების საინფორმაციო მხარდამჭერები: რადიო „ფორტუნა", გაზეთი"ვერსია", გაზეთი „ქართული სიტყვა", GHN, "მთავარი.ინფო". „პრაიმნიუსჯორჯია“.