8 სექტემბერს MoneyMovers-ის თანამშრომლებმა დაუვიწყარი საჩუქარი მივიღეთ - პარაპალანით ფრენა თბილისის ზღვაზე. სიურპრიზისგან მიღებული ემოცია სამსახურიდან თბილისის ზღვამდე გაგვყვა. ზღვის მოპირდაპირე მხარეს, მთაზე გველოდებოდნენ პარაგლაიდინგის ფერედერაციის წევრები. მეტად ამაღელვებელი იყო მთიდან გადმოხტომის მომენტი, ადრენალინი მატულობდა, თუმცა ფრენის სურვილი ყველაზე ძლიერი აღმოჩნდა. პირველივე წუთებიდან ვიგრძენით დადებითი ემოციის მოზღვავება. აღფრთოვანებისგან გაბრწყინებული სახეები... ყველას გვინდოდა, რაც შეიძლება უფრო დიდ ხანს გაგრძელებულიყო ფრენა. დღის ბოლოს, ყველანი ერთმანეთს ვუზიარებდით ჩვენს ემოციებსა და შთაბეჭდილებებს. მადლობას ვუხდით პარაგლაიდინგის ფედერაციას, რომლებმაც იზრუნეს ჩვენს უსაფრთხო ფრენაზე და დაგვიმტკიცეს თავიანთი პროფესიონალიზმი.

დეტალურად

30% ბონუსი ყველა მოთამაშეს საქართველოდან ძვირფასო მოთამაშეებო საქართველოდან, მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ Wargaming და MoneyMovers ატარებენ ერთობლივ აქციას.17 ივლისიდან 23 ივლისის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ 30% ბონუსი სათამაშო ოქროს შეძენისას შემდეგი საშუალებებით:- Money Movers - PayBox (Nova)- TBCpay- IPS- eMoney- Express Pay- Liberty Bank გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ აქციაში მონაწილეობისათვის საჭიროა ბალანსი შეავსოთ მინიმუმ 10 სათამაშო ოქროთი. არ გაუშვათ შანსი მიიღოთ საჩუქარი !!! LLC " Money Movers" 2016

დეტალურად

რა არის Viber Out?   Viber Out საშუალებით თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ სახლის ან მობილურ ტელეფონებზე მაშინაც კი, თუ ისინი არ არიან რეგისტრირებული Viber-ში.   ზარის მისაღებად არ არის საჭირო ინტერნეტი.   ყველა ტარიფი: https://account.viber.com/ru/rates/   როგორ ვისარგებლო Viber Out-ით?  შეავსეთ Viber Out დეპოზიტი. ჩართეთ Viber მობილურში ან კომპიუტერში. აკრიფეთ სასურველი ნომერიაკრიფეთ სასურველი ნომერი. ისაუბრეთ!  

დეტალურად

ელექტრონული საფულეების და გადახდების კომპანია Money Movers იზრდება და კიდევ უფრო მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს თავის მომხმარებელს. კომპანიამ გახსნა თავისი პირველი სალარო, რომელიც მდებარეობს მეტროსადგურ გოცირიძის მოპირდაპირე მხარეს, ვ. ნინუას ქუჩა №3-ში.     Money Movers-ის სალარო მომხმარებელს უამრავ სხვადასხვა სერვისს სთავაზობს: კომუნალური და სხვა მომსახურების გადახდა; მობილურის ბალანსის შევსება; კომუნიკაცია და ინტერნეტი; ჯარიმები და გადასახადები; ფინანსური სერვისები; აზარტული თამაშები და ტოტალიზატორები; სოციალური ქსელები; ქსელური თამაშები და გართობა; ტრანსპორტი და ლოჯისტიკა; ჰოსტინგი და დომენები; ინტერნეტსერვისები; ქველმოქმედება; სხვა უამრავი სერვისი; WebMoney საფულის საწყისი და პერსონალური ატესტაციის პროცედურის გავლა; Wallet One საფულეში ოფისში ვიზიტით იდენტიფიკაცია.  MM სალაროში შესაძლებელია ისეთი საერთაშორისო ელექტრონული საფულეების შევსება/განაღდება, როგორიცაა: WebMoney, WalletOne, Qiwi Wallet და Yandex Money. ადგილზევე შეგიძლიათ მიიღოთ ვალუტის გაცვლის მომსახურება, ასევე მომენტალურად გადარიცხოთ/შეავსოთ ნებისმიერი ქართული ბანკის ანგარიში IBAN ანგარიშის ნომრით, ან მხოლოდ მიმღების პირადი ნომრით.   კომპანია Money Movers-ს აქვს უამრავი მიმდინარე და სამომავლო ინოვაციური პროექტი, რომელთაც პერიოდულად შესთავაზებს თავის ერთგულ მომხმარებელს.

დეტალურად

სიახლე, რომელსაც ყველა ველოდით! თქვენ უკვე შეგიძლიათ გაანაღდოთ თანხა არა მხოლოდ WebMoney-ის დოლარის ანგარიშიდან, არამედ დღეიდან თქვენს განკარგულებაშია: ‪#‎WMR‬, ‪#‎WalletOneGEL‬ და ‪#‎Yandex‬ ელექტრონული საფულეები!     უბრალოდ დააჭირეთ გადაცვლას და მიიღეთ ფული ნებისმიერი ელექტრონული საფულიდან თქვენთვის სასურველ ნებისმიერ სერვისზე: ✔ ლიბერთი ბანკის ნებისმიერი სალარო;✔ სმარტივი ბარათი;✔ ნებისმიერი ქართული ბანკის ანგარიში. ✯ ჩვენთვის მნიშნელოვანია თქვენი სურვილები!

დეტალურად

ჩვენს ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია ნებისმიერი სერვისის გადახდა WebMoney-ის სავალუტო ანგარიშებიდან WME (ევრო) და WMU (უკრაინული გრივნა). ყოველგვარი შიდაკონვერტაციის გარეშე ელექტრონულ საფულეში, შეგიძლიათ mm.ge-ზე უბრალოდ აირჩიოთ სერვისი და გადახდის მეთოდში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი სავალუტო ანგარიში. თანხა ჩამოგეჭრებათ პირდაპირ WebMoney-ის მითითებული ანგარიშიდან და ჩაგერიცხებათ ვებგვერდიდან თქვენ მიერ არჩეულ სერვისზე.   შეგახსენებთ, რომ www.mm.ge გაძლევთ საშუალებას გადაიხადოთ შემდეგი გადახდის მეთოდებით: Visa/MasterCard GEL; Visa/MasterCard RUB; WebMoney - WMZ, WMR, WME, WMU სავალუტო ანგარიშები; Wallet One GEL; Яндекс.деньги; Emoney.

დეტალურად

Money Movers 6 წლისაა! ამ დროის განმავლობაში ჩვენ შევძელით პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება ისეთ ცნობილ საერთაშორისო კომპანიებთან, როგორიცაა: WebMoney, Wargaming.net, Qiwi, Mail.ru Group, Yandex, Wallet One და სხვ. 2015 წლის 13 სექტემბერს იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა ღონისძიება კაჭრეთის სასტუმრო „ამბასადორში“, სადაც მოწვეული იყო ჩვენი უამრავი ქართველი და უცხოელი პარტნიორი. საღამოს დაესწრო ასევე ის კომპანიები, რომელთანაც გვაქვს თანამშრომლობის სამომავლო გეგმები. აქამდე ჩვენ ვმუშაობდით მხოლოდ უკანა პლანზე და ფართო საზოგადოებისთვის უცნობად ვრჩებოდით. ჩვენთან თანამშრომლობენ დიდი კომპანიები, რომლებიც ემსახურებიან უშუალოდ თავის მომხმარებელს. შესაბამისად, ჩვენ შესახებ, ძირითადად, მხოლოდ ბიზნესსექტორია ინფორმირებული. გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ძალები წინა ხაზზეც მოვსინჯოთ, დავიწყოთ ე.წ. Front Office საქმიანობა და შევქმნათ პროდუქტები, რომელიც უშუალოდ მომხმარებელზე იქნება ორიენტირებული. ჩვენი 6 წლის იუბილე იყო მრავალფეროვანი და საინტერესო. იგი დაყოფილი იყო რამდენიმე ნაწილად: დღის პირველი ნახევარი - აუზი, ულიმიტო ბარი, გოლფი, ჩოგბურთი, ბილიარდი და სასტუმროს უამრავი სხვა გასართობი. დღის მეორე ნაწილი - ვახშამი და საღამოს გახსნა. სტუმრების წინაშე ქართული ხალხური სიმღერით წარდგა ანსამბლი „ჩვენებურები“, ხოლო ქართული ცეკვით სანახაობა კიდევ უფრო გაალამაზა ანსამბლმა „ხერთვისი“. მთელი საღამოს განმავლობაში სტუმრების განწყობაზე ზრუნავდნენ მომღერალი მარიტა როხვაძე და ბენდი „რილეიშენ“. ღონისძიების განმავლობაში მოეწყო სხვადასხვა დაჯილდოება და გათამაშება. Money Movers-ის სამი საუკეთესო მომხმარებელი, რომლებიც ესწრებოდნენ წვეულებას, დავაჯილდოვეთ სხვადასხვა საჩუქრით. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდით ჩვენი ერთგულებისთვის! ჩვენს „აკვარიუმის“ გათამაშებაში გაიმარჯვა ღონისძიების ერთ-ერთმა სტუმარმა, რომელსაც გადავეცით ორკაციანი საგზური კაჭრეთის სასტუმრო „ამბასადორში“. საღამოს ოფიციალურ ნაწილში კომპანიის დირექტორი, კახაბერ საკანელაშვილი, და ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გიორგი ფაილაძე, სტუმრების წინაშე წარდნენ პრეზენტაციებით. მათ ისაუბრეს კომპანიის მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე. Money Movers-ის პირველი მასშტაბური ღონისძიება წარმატებით დასრულდა. ჩვენს "ნატვრის" ხეზე უამრავი პარტნიორის ლოგო და სტუმრების სურვილები იყო ჩამოკიდებული. Money Movers-ში გვწამს, რომ ჩვენი ხე ყოველწლიურად სულ უფროდაუფრო გაიზრდება და დაიხუნძლება ბევრი ახალი ლოგოთი!  

დეტალურად

სასიამოვნო სიახლე - საქართველოში უკვე შესაძლებელია პერსონალური ატესტატის მიღება WebMoney-ის სისტემაში! „პერსონალური" ატესტატი (personal) არის ერთ-ერთი ძირითადი ატესტატი WebMoney-ს სისტემაში. პერსონალური ატესტატის მიღება შეუძლია მომხმარებელს, რომელიც უკვე არის ფორმალური ან საწყისი ატესტატის მფლობელი, არჩეული რეგისტრატორის მიერ პერსონალური (საპასპორტო) მონაცემების შემოწმების საფუძველზე. პერსონალური ატესტატი გაიცემა მხოლოდ იმ მომხმარებლებზე, რომელთაც მანამდე არასდროს მიუღიათ აღნიშნული ატესტატი (მათ შორის, სხვა WMID-ზე).   პერსონალური ატესტატის მფლობელს სისტემაში ენიჭება შემდეგი შესაძლებლობები: • რესურსების მიღების ავტომატიზაცია Merchant WebMoney Transfer-ის ინტერფეისის გამოყენებით; • საკრედიტო ბირჟის მუშაობაში მონაწილეობის მიღება; • სერვის Capitaller-ის მუშაობაში მონაწილეობა (ბიუჯეტის ავტომატიზირებული მართვის მოდული - бюджетные автоматы); • "მეგასტოკის" კატალოგის ნებისმიერ განყოფილებაში ინტერნეტრესურსების რეგისტრაციაზე განაცხადის გაკეთდება; • სისტემის კონსულტანტის სტატუსის მიღება; • საწყისი ატესტატების გაცემის უფლება; • სიახლეების განთავსება WM სისტემის სხვადასხვა ვებგვერდზე; • DigiSeller სერვისის მეშვეობით სავაჭრო პლატფორმების შექმნა; • საარბიტრაჟო სისტემაში შეზღუდვების გარეშე საჩივრების შეტანის უფლება.   ატესტატის მიღება ფასიანია და ამ დროისათვის შეადგენს 47 WMZ.   პერსონალური ატესტატის მისაღებად დეტალურ ინფორმაციას გაეცანით შემდეგ ბმულზე: http://mm.ge/faq.php    

დეტალურად

სასიამოვნო სიახლე მომხმარებლებისთვის! WebMoney-დან ‪‎Sმარტივი ბარათზე თანხის გადატანის სერვისი კვლავ აქტიურია. ამისათვის საჭიროა ჩვენს ვებ-გვერდზე გაცვლის ფორმაში მარცხენა მხარეს მონიშნოთ WebMoney-ს ანგარიში, ხოლო  მარჯვენა მხარეს განაღდების საშუალებად აირჩიოთ Sმარტივი და მიჰყვეთ ინსტრუქციებს. ✯ ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი სურვილები!

დეტალურად