ძვირფასო მომხმარებლებო, Money Movers-ის ვებ-გვერდი საშუალებას გაძლევთ განახორციელოთ გადაცვლა Webmoney-ს ანგარიშებს შორის. MM.ge ვებ-გვერდზე შესაძლებელია გადაცვალოთ თქვენი Webmoney-ის რუბლის (WMR) ანგარიშზე არსებული თანხა თქვენსავე Webmoney-ის დოლარის (WMZ) ანგარიშზე.
ამისათვის საჭიროა:
• შებრძანდეთ ვებ-გვერდზე mm.ge;
• მთავარ გვერდზე ველში „გაცვლა“ აირჩიეთ ერთ მხარეს Webmoney WMR, მეორე მხარეს Webmoney WMZ;
• მიუთითეთ გადასაცვლელი თანხის ოდენობა (რუბლი), სისტემა ავტომატურად გიჩვენებთ მისაღები თანხის ოდენობას.
• დააჭირეთ ისარს.
• მონიტორზე გამოჩნდება ახალი ველები, რომელშიც უნდა შეიყვანოთ მონაცემები.
• მონაცემების შევსების შემდეგ დააჭირეთ ღილაკს “შესრულება” და მიჰყევით ინსტრუქციას.