
WebMoney - პერსონალური ატესტატი
22/07/2015
სასიამოვნო სიახლე - საქართველოში უკვე შესაძლებელია პერსონალური ატესტატის მიღება WebMoney-ის სისტემაში!
„პერსონალური" ატესტატი (personal) არის ერთ-ერთი ძირითადი ატესტატი WebMoney-ს სისტემაში. პერსონალური ატესტატის მიღება შეუძლია მომხმარებელს, რომელიც უკვე არის ფორმალური ან საწყისი ატესტატის მფლობელი, არჩეული რეგისტრატორის მიერ პერსონალური (საპასპორტო) მონაცემების შემოწმების საფუძველზე. პერსონალური ატესტატი გაიცემა მხოლოდ იმ მომხმარებლებზე, რომელთაც მანამდე არასდროს მიუღიათ აღნიშნული ატესტატი (მათ შორის, სხვა WMID-ზე).
პერსონალური ატესტატის მფლობელს სისტემაში ენიჭება შემდეგი შესაძლებლობები:
• რესურსების მიღების ავტომატიზაცია Merchant WebMoney Transfer-ის ინტერფეისის გამოყენებით;
• საკრედიტო ბირჟის მუშაობაში მონაწილეობის მიღება;
• სერვის Capitaller-ის მუშაობაში მონაწილეობა (ბიუჯეტის ავტომატიზირებული მართვის მოდული - бюджетные автоматы);
• "მეგასტოკის" კატალოგის ნებისმიერ განყოფილებაში ინტერნეტრესურსების რეგისტრაციაზე განაცხადის გაკეთდება;
• სისტემის კონსულტანტის სტატუსის მიღება;
• საწყისი ატესტატების გაცემის უფლება;
• სიახლეების განთავსება WM სისტემის სხვადასხვა ვებგვერდზე;
• DigiSeller სერვისის მეშვეობით სავაჭრო პლატფორმების შექმნა;
• საარბიტრაჟო სისტემაში შეზღუდვების გარეშე საჩივრების შეტანის უფლება.
ატესტატის მიღება ფასიანია და ამ დროისათვის შეადგენს 47 WMZ.
პერსონალური ატესტატის მისაღებად დეტალურ ინფორმაციას გაეცანით შემდეგ ბმულზე: http://mm.ge/faq.php