Money Movers-ის 6 წლის იუბილე!

13/09/2015

Money Movers 6 წლისაა! ამ დროის განმავლობაში ჩვენ შევძელით პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება ისეთ ცნობილ საერთაშორისო კომპანიებთან, როგორიცაა: WebMoney, Wargaming.net, Qiwi, Mail.ru Group, Yandex, Wallet One და სხვ. 2015 წლის 13 სექტემბერს იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა ღონისძიება კაჭრეთის სასტუმრო „ამბასადორში“, სადაც მოწვეული იყო ჩვენი უამრავი ქართველი და უცხოელი პარტნიორი. საღამოს დაესწრო ასევე ის კომპანიები, რომელთანაც გვაქვს თანამშრომლობის სამომავლო გეგმები.

აქამდე ჩვენ ვმუშაობდით მხოლოდ უკანა პლანზე და ფართო საზოგადოებისთვის უცნობად ვრჩებოდით. ჩვენთან თანამშრომლობენ დიდი კომპანიები, რომლებიც ემსახურებიან უშუალოდ თავის მომხმარებელს. შესაბამისად, ჩვენ შესახებ, ძირითადად, მხოლოდ ბიზნესსექტორია ინფორმირებული. გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ძალები წინა ხაზზეც მოვსინჯოთ, დავიწყოთ ე.წ. Front Office საქმიანობა და შევქმნათ პროდუქტები, რომელიც უშუალოდ მომხმარებელზე იქნება ორიენტირებული.

ჩვენი 6 წლის იუბილე იყო მრავალფეროვანი და საინტერესო. იგი დაყოფილი იყო რამდენიმე ნაწილად: დღის პირველი ნახევარი - აუზი, ულიმიტო ბარი, გოლფი, ჩოგბურთი, ბილიარდი და სასტუმროს უამრავი სხვა გასართობი. დღის მეორე ნაწილი - ვახშამი და საღამოს გახსნა. სტუმრების წინაშე ქართული ხალხური სიმღერით წარდგა ანსამბლი „ჩვენებურები“, ხოლო ქართული ცეკვით სანახაობა კიდევ უფრო გაალამაზა ანსამბლმა „ხერთვისი“. მთელი საღამოს განმავლობაში სტუმრების განწყობაზე ზრუნავდნენ მომღერალი მარიტა როხვაძე და ბენდი „რილეიშენ“.

ღონისძიების განმავლობაში მოეწყო სხვადასხვა დაჯილდოება და გათამაშება. Money Movers-ის სამი საუკეთესო მომხმარებელი, რომლებიც ესწრებოდნენ წვეულებას, დავაჯილდოვეთ სხვადასხვა საჩუქრით. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდით ჩვენი ერთგულებისთვის! ჩვენს „აკვარიუმის“ გათამაშებაში გაიმარჯვა ღონისძიების ერთ-ერთმა სტუმარმა, რომელსაც გადავეცით ორკაციანი საგზური კაჭრეთის სასტუმრო „ამბასადორში“. 
საღამოს ოფიციალურ ნაწილში კომპანიის დირექტორი, კახაბერ საკანელაშვილი, და ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გიორგი ფაილაძე, სტუმრების წინაშე წარდნენ პრეზენტაციებით. მათ ისაუბრეს კომპანიის მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.

Money Movers-ის პირველი მასშტაბური ღონისძიება წარმატებით დასრულდა. ჩვენს "ნატვრის" ხეზე უამრავი პარტნიორის ლოგო და სტუმრების სურვილები იყო ჩამოკიდებული.
Money Movers-ში გვწამს, რომ ჩვენი ხე ყოველწლიურად სულ უფროდაუფრო გაიზრდება და დაიხუნძლება ბევრი ახალი ლოგოთი!

 





კომენტარები

გააზიარე სიახლე

სხვა სიახლეები