Money Movers გუნდი პარაპლანით ფრენას სწავლობს
16/09/2016
8 სექტემბერს MoneyMovers-ის თანამშრომლებმა დაუვიწყარი საჩუქარი მივიღეთ - პარაპალანით ფრენა თბილისის ზღვაზე. სიურპრიზისგან მიღებული ემოცია სამსახურიდან თბილისის ზღვამდე გაგვყვა. ზღვის მოპირდაპირე მხარეს, მთაზე გველოდებოდნენ პარაგლაიდინგის ფერედერაციის წევრები. მეტად ამაღელვებელი იყო მთიდან გადმოხტომის მომენტი, ადრენალინი მატულობდა, თუმცა ფრენის სურვილი ყველაზე ძლიერი აღმოჩნდა. პირველივე წუთებიდან ვიგრძენით დადებითი ემოციის მოზღვავება. აღფრთოვანებისგან გაბრწყინებული სახეები... ყველას გვინდოდა, რაც შეიძლება უფრო დიდ ხანს გაგრძელებულიყო ფრენა. დღის ბოლოს, ყველანი ერთმანეთს ვუზიარებდით ჩვენს ემოციებსა და შთაბეჭდილებებს. მადლობას ვუხდით პარაგლაიდინგის ფედერაციას, რომლებმაც იზრუნეს ჩვენს უსაფრთხო ფრენაზე და დაგვიმტკიცეს თავიანთი პროფესიონალიზმი.