MWC 2017

15/03/2017

Money Movers თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს Mobile World Congress 2017-ში.  მსოფლიო მასშტაბის უდიდესი ღონისძიებაა მობილურ ინდუსტრიაში, რომელიც 27 თებერვლიდან 2 მარტამდე, ბარსელონაში GSMA-ის ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიების მთავარი ამოცანა იყო, საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მობილური ინდუსტრია, ნებისმიერი ინოვაციური სფეროს განვითარებისთვის. ღონისძიებას დაესწრო 108,000 სტუმარი, 208 ქვეყნიდან. მათ შორის იყო საერთაშორისო პრესის 3,500 წარმომადგენელი. გამოფენაში 2,500 ზე მეტმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, რომლებსაც წარმოდგენილი ჰქონდათ ვირტუალური რეალობა, სმარტფონის ახალი მოდელები, ინოვაციური აპლიკაციის იდეები, 3D ბეჭდვა და კონფიდენციალურობის დაცვის მოწყობილობები.

ახლო მომავალში Money Movers ახალ პროდუქტებს დანერგავს, რომელთა გამოყენების სურვილი ექნება ყველა მოქალაქეს. ახალი პროდუქტი მომხმარებლებს გაუადვილებს ყოველდღიური ცხოვრების დაგეგმვას, მეტად მოსახერხებელს გახდის კომუნიკაციას და მობილური ტელეფონით გადახდებს, რაც საბოლოო ჯამში მეტად განავითარებს ელექტრონულ კომერციას საქართველოში.





კომენტარები

გააზიარე სიახლე

სხვა სიახლეები