
განცხადება
31/03/2020
ქვეყანაში ეპიდემიის გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მოგეხსენებათ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს, 30 მარტს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გამოაცხადა კარანტინი, ხოლო 21:00 საათიდან 06:00 საათამდე კომენდანტის საათი. კომპანია „მანი მუვერსი“ ითვალისწინებს მთავრობის მიერ დადგენილ რეკომენდაციებს და დროებით, აღნიშნული რეკომენდაციების გაუქმებამდე ცვლის კლიენტთა მომსახურების საათებს.
პეკინის 25-ში მდებარე ფილიალი წყვეტს 24 საათიან მუშაობას და მომხმარებელს, საგანგებო მდგომარეობის წესების შესაბამისად მოემსახურება 10:00-დან 19:00-მდე.
ვ.ნინუას 3-ში მდებარე სერვისცენტრი საგანგებო მდგომარეობის პერიოდში წყვეტს მუშაობას.
მომხმარებლებისა და თანამშრომლების უსაფრთხოების მიზნით, ფილიალს სადეზინფექციო სამუშაოები სისტემატიურად, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად უტარდება.
გისურვებთ ჯანმრთელობას!