კომპანიის შესახებ

კომპანია Money Movers ერთ ერთი პირველი საგადახდო მომსახურების პროვაიდერია, რომელმაც საქმიანობა საქართველოში 2009 წელს დაიწყო. თავდაპირველად კომპანია კონცენტრირებული იყო B2B სეგმენტისათვის ფინანსური ინსტრუმენტების შექმნასა და განვითარებაზე. ამ სტრატეგიულმა მიმართულებამ Money Movers სანდო და ეფექტური შუამავალი რგოლად ჩამოაყალიბა, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ფინანსურ სექტორში. ამავე პერიოდში, Money Movers-ის პლატფორმის მეშვეობით, ქართველ მომხმარებლებს პირველად მიეცათ შესაძლებლობა მარტივად და უსაფრთხოდ განეხორციელებინათ გადახდები ისეთი გლობალური სერვისების სასარგებლოდ, როგორებიცაა Viber, Steam, Sony, Microsoft, iTunes და სხვა.

2016 წლიდან კომპანია ცვლის სტრატეგიულ ფოკუსს და B2B მიმართულებასთან ერთად იწყებს ფინანსური ინსტრუმენტების განვითარებას მომხმარებელთა ისეთ სეგმენტებისთვის, როგორიცაა B2C, C2B და C2C. ამ სტრატეგიის ფარგლებში კომპანიის პორტფელში ეტაპობრივად ჩნდება ინოვაციური პროდუქტები, მათ შორის: ელექტრონული საფულე, ფულადი გზავნილები, სავაჭრო ობიექტებისთვის გადახდების მიღების ინტერფეისი, პლასტიკური ბარათები და სხვა. დღევანდელი მონაცემებით, Money Movers საქართველოში 75,000-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ემსახურება, დამუშავებული ტრანზაქციების რაოდენობა თვის ჭრილში 1.5 მილიონს აღემატება

ლოგო - მოძრაობის და მრავალფეროვნების სიმბოლო

ლოგო შექმნილია კომპანიის სახელწოდებაზე დაფუძნებით - Money Movers. ის შედგება ორი ლათინური სიმბოლოს M და M კომბინაციისგან, რომელიც აღებულია კომპანიის სახელის პირველი ასოებისგან. ეს სიმბოლოები ერთიანდება მარჯვნივ მიმართული ისრით, რომელიც გამოხატავს ჩვენი კომპანიის ღირებულებებსა და ფილოსოფიას: შეუჩერებელი მოძრაობა, განვითარება და მუდმივი პროგრესი. ჩვენთვის ეს მხოლოდ ვიზუალური ელემენტი არ არის, ისარი არის ჩვენი ხედვის სიმბოლო. ჩვენ არ ვჩერდებით. ჩვენ ვირჩევთ მოძრაობას, სწრაფს და მიზანმიმართულს.

ლოგოში გამოყენებული ფერებიც სიმბოლურ დატვირთვას ატარებს. ერთფეროვანი გამოსახულება ვერ გამოხატავდა იმ მრავალფეროვნებას და ღირებულებებს, რომლებიც ქმნის ჩვენი კომპანიის შინაგან სამყაროს. სწორედ ამიტომ შევქმენით ფერადი ლოგო ისეთივე ცოცხალი და დინამიური, როგორიც ჩვენი დამოკიდებულება და ხედვაა მომავალის მიმართ.

მენეჯმენტი

კახაბერ საკანელაშვილი

გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი

გიორგი ფაილაძე

ფინანსური დირექტორი

ამირანი გაჩეჩილაძე

IT დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ვახტანგ სხილაძე

საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

თამარ ხეთაგური

მომხმარებელთა მომსახურებისა და მხარდაჭერის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ქეთევან ბიჭიკაშვილი

ფინანსური მონიტორინგისა და შესაბამისობის კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

თამარ ყანდაშვილი

საბარათე მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

ნიკოლოზ სერვიანოვი

მობილური აპლიკაციების დეველოპმენტი

მცირე სტატისტიკა

მომხმარებლები
82
ათასი
ტრანზაქციების საერთო რაოდენობა
86
მლნ
IBAN ანგარიშების საერთო რაოდენობა
22
ათასი
პლასტიკური ბარათები
23
ათასი
ტრანზაქციები თვეში
600
ათასი
ჩვენი აპლიკაციის მომხმარებლები
2 501
IOS
5023
ANDROID