
26 აპრილი 2024
ISO 27001 სერთიფიკაცია
შპს „მანი მუვერს“-მა წარმატებით გაიარა ISO 27001 სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიცირების აუდიტი და მიიღო „ევროსერთის“ სერტიფიკატი.
ISO 27001 — ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტი — ადასტურებს, რომ კომპანიაში დანერგილია ეფექტიანი ISMS (Information Security Management System), რომელიც უზრუნველყოფს კონფიდენციალობის, მთლიანობისა და ხელმისაწვდომობის პრინციპების დაცვას ყველა ბიზნეს‑პროცესში.
ISO 27001 მოიცავს ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების სისტემურ შეფასებასა და კონტროლს და არეგულირებს შემდეგ პროცესებს:
- რისკების შეფასება და მართვა;
- აქტივების კლასიფიკაცია და დაცვის მექანიზმები;
- წვდომის კონტროლი;
- ბიზნესის უწყვეტობის უზრუნველყოფა;
- ცვლილებებისა და ინციდენტების მართვა;
- ტექნოლოგიური კონტროლის საშუალებების დანერგვა.
სერტიფიკატის მიღება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს „მანი მუვერსის“ მოწინავე პოზიციას კიბერუსაფრთხოების სფეროში და აძლიერებს ჩვენს პარტნიორებსა და მომხმარებლებსთან უზრუნველყოფილი მონაცემთა დაცვის მიმართ ნდობას.

ISO 27001:2022 – ახალი სტანდარტი
წარმატებით დავასრულეთ ISO 27001:2022-ის შესაბამისობის სერტიფიცირების პროცესი, რაც ადასტურებს, რომ კომპანიის საინფორმაციო უსაფრთხოების სისტემები სრულად შეესაბამება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს.

„მანი მუვერს“ SWIFT‑ქსელის წევრია
„მანი მუვერს“-მა წარმატებით დაასრულა რეგისტრაცია მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო საბანკო საკომუნიკაციო ქსელ SWIFT‑ში.