
„მანი მუვერსმა“ წარმატებით დაასრულა საინფორმაციო უსაფრთხოების მართვის სისტემის (ISMS) რე-სერტიფიცირების პროცესი და მიიღო ISO 27001-ის უახლესი, 2022 წლის რედაქციის შესაბამისი სერტიფიკატი. აღნიშნული ვერსია წარმოადგენს 2013 წლის სტანდარტის განახლებულ და გამკაცრებულ მოდელს, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პროაქტიურ რისკ-მენეჯმენტს, Cloud ინფრასტრუქტურის დაცვასა და მომწოდებლების ჯაჭვის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
საერთაშორისო სერტიფიცირების ორგანო "EuroCert"-ის აუდიტორებმა დაადასტურეს, რომ კომპანიის ISMS სრულად შეესაბამება ISO 27001:2022-ის ყველა მოთხოვნას. განახლების პროცესის ფარგლებში „მანი მუვერსმა“ გააძლიერა შემდეგი მიმართულებები:
- რისკების შეფასებისა და მართვის პროცესები;
- მრავალფაქტორიანი ავთენტიფიკაცია და წვდომების კონტროლი;
- ბიზნესის უწყვეტობის უზრუნველყოფისა და ინციდენტებზე რეაგირების მექანიზმები;
- მომწოდებლების ჯაჭვის (Supply Chain) უსაფრთხოების მართვა.
ISO 27001:2022-ის სერტიფიკატის მიღება კიდევ უფრო აძლიერებს კომპანიის პოზიციებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე, უზრუნველყოფს შესაბამისობას რეგულატორულ მოთხოვნებთან (PSD2, DORA, NIS 2) და მომხმარებლებს სთავაზობს უსაფრთხო, სწრაფ და ინოვაციურ ფინანსურ სერვისებს.

