globe-outlined EN
06 ნოემბერი 2025
ავტო ასისტენტი My Profile აპლიკაციაში

გამოვიდა My Profile აპლიკაციის ახალი 2.5.0 ვერსია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს კიდევ უფრო სრულფასოვან და თანამედროვე გამოცდილებას. განახლებაში დამატებულია სრულიად ახალი სერვისი „ავტო ასისტენტი“ რომელიც შექმნილია ავტომფლობელების ყოველდღიური კომფორტისა და უსაფრთხოებისთვის.

„ავტო ასისტენტის“ საშუალებით მომხმარებლებს შეუძლიათ დაამატონ საკუთარი ავტომობილი აპლიკაციაში და რეალურ დროში აკონტროლონ მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია. სერვისი მოიცავს:

  • საპატრულო და პარკირების ჯარიმების მონიტორინგს – სისტემაში ავტომატურად აისახება ყველა დაფიქსირებული ჯარიმა, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს დროულად მიიღოს ინფორმაცია დარღვევებზე;
  • ტექნიკური ინსპექტირების დაგეგმილი თარიღის კონტროლს – აპლიკაცია შეგახსენებთ წინასწარ, რათა არ გამოგეპაროთ რეგულარული ტექინსპექტირების გავლის ვადა;
  • ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგს – რეალურ დროში შეგიძლიათ დააკვირდეთ ავტომობილის მდგომარეობას, ძირითადი სისტემების მუშაობას და სერვისული საჭიროებების სტატუსს;
  • ცვეთადი ელემენტების ცვეთის დონის შეფასებას – სისტემა გთავაზობთ ინფორმაციას ისეთ კომპონენტებზე, როგორიცაა ზეთი, ფილტრები და სხვა, რათა დროულად მიიღოთ საჭირო ზომები.

„ავტო ასისტენტი“ შექმნილია იმისთვის, რომ ავტომობილის მართვა და მოვლა იყოს უფრო მარტივი, მოსახერხებელი და უსაფრთხო.

ავტო ასისტენტი My Profile აპლიკაციაში
მობილურ აპლიკაციას დაემატა ავტომობილების მონიტორინგის ფუნქცია. აღნიშნული სერვისის საშუალებით შესაძლებელია ავტომობილის ჯარიმებისა და ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი რეალურ დროში
გაიხსნა ახალი სერვისცენტრი თბილიში
თბილისში, ზესტაფონის ქ. N 21გ - ში გაიხსნა „მანი მუვერსის“ ახალი სერვისცენტი, თანამედროვე სივრცე, რომელიც უზრუნველყოფს ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების სწრაფ, გამჭვირვალე და უსაფრთხო შესრულებას.
ლარი 30 წლისაა
2025 წელს ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილე აღინიშნება. 1995 წელს ლარი ერთადერთი ეროვნული ვალუტა გახდა და მიმოქცევაში გაეშვა.
ISO 27001:2022 – ახალი სტანდარტი
წარმატებით დავასრულეთ ISO 27001:2022-ის შესაბამისობის სერტიფიცირების პროცესი, რაც ადასტურებს, რომ კომპანიის საინფორმაციო უსაფრთხოების სისტემები სრულად შეესაბამება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს.
„მანი მუვერს“ SWIFT‑ქსელის წევრია
„მანი მუვერს“-მა წარმატებით დაასრულა რეგისტრაცია მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო საბანკო საკომუნიკაციო ქსელ SWIFT‑ში.
ღია ბანკინგის სტანდარტი თქვენს ფინანსებში
„მანი მუვერს“-მა საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური თანხმობა მიიღო და ღია ბანკინგის ეკოსისტემაში სრულფასოვანი მონაწილე გახდა.
ISO 27001 სერთიფიკაცია
კომპანია „Money Movers“-მა წარმატებით გაიარა ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის საერთაშორისო სტანდარტის ISO 27001 სერტიფიკაცია