კომპანია 2009 წლის 23 ივლისს დაფუძნდა და მას შემდეგ ეტაპობრივად ვითარდება, აფართოებს მომსახურების მიმართულებებს და მომხმარებლებს თანამედროვე, სწრაფ და საიმედო ფინანსურ სერვისებს სთავაზობს.
გასული 17 წელი მნიშვნელოვანი გამოცდილების, გამოწვევების, სიახლეებისა და წარმატებების პერიოდი იყო. ამ წლების განმავლობაში ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი ყოველთვის იყო მომხმარებელთა საჭიროებებზე ორიენტირებული მომსახურება, სანდოობა, ხელმისაწვდომობა და მუდმივი განვითარება.
„მანი მუვერსის“ წარმატება ჩვენი მომხმარებლების, პარტნიორებისა და თანამშრომლების ნდობისა და ერთობლივი შრომის შედეგია. მადლობას ვუხდით თითოეულ ადამიანს და ორგანიზაციას, რომელიც ამ წლების განმავლობაში ჩვენი საქმიანობის ნაწილი იყო, სარგებლობდა ჩვენი მომსახურებით და მხარს უჭერდა კომპანიის განვითარებას.
17 წლის იუბილე ჩვენთვის არა მხოლოდ განვლილი გზის შეჯამება, არამედ ახალი შესაძლებლობებისა და მიზნების დასახვის მნიშვნელოვანი ეტაპია. მომავალშიც განვაგრძობთ ინოვაციური სერვისების დანერგვას, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო მარტივი და კომფორტული ფინანსური შესაძლებლობების შექმნას.
მადლობა, რომ ამ წლების განმავლობაში ჩვენთან ერთად ხართ.
„მანი მუვერსი“ — 17 წელი თქვენთან ერთად!